თამაშგარე

11:09 | 14.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო მარადონას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

ტროყია დიეგო მარადონას სკანდალებს აბა რა გამოულევს? მით უმეტეს, როდესაც საქმე ქალებსა და ქალების მიერ აგორებულ სკანდალებს ეხება... რამდენიმე დღის წინ, პეტერბურგელმა ჟურნალისტმა, ვინმე ეკატერინა ნადოლსკაიამ საჯაროდ განაცხადა, რომ დიეგო მარადონამ იგი სასტუმროს ნომერში აათრია და მისი გაუპატიურება სცადა.

ნადოლსკაიას მტკიცებით, მარადონამ მას ფული ჩაუკუჭა და აიძულებდა, 500 დოლარის საფასურად კაბა გაეხადა. მარადონა კი სრულიად საპირისპიროს ამბობს და ირწმუნება: პირიქით, ვიყავი ჩემთვის ნომერში, ედუარდ კოკოითთან ადრინდელი შეხვედრის საამო დეტალებს ვიხსენებდი, როდესაც ეს ქალი მოვიდა, კაბა გაიძრო და როდესაც კარისკენ მივუთითე, კივილი ასტეხაო.

ეს ისეთი ამბავია, დიეგო მარადონა სულ ცამდე მართალიც რომ იყოს, სახელი ისე აქვს გატეხილი, რომ საეჭვოა, მას დაუჯერონ. არადა, რა დიდი ფიქრი უნდა იმის მიხვედრას, რომ მარადონასთანა კაცს ქალებთან სახვეწარი ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს და პირიქით, მოძალებულ ქალებს მთელი ცხოვრება აქეთ იგერიებდა...

0.11074