ფეხბურთი

20:15 | 11.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ყარაბაღი” – “სამტრედია”: შემადგენლობები ცნობილია

ცოტა ხანში საქართველოს ჩემპიონი “სამტრედია” უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ჩაერთვება. იმერული გუნდის მეტოქე “ყარაბაღი” იქნება. უკვე ცნობილია ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობა.

აქვე, იმასაც გეტყვით, რომ შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

“ყარაბაღი” (4-2-3-1): შეჰიჩი; მედვედევი, სადიგოვი, ჰეუსეინოვი, აგოლი; მიჩელი, გარაევი; ისმაილოვი, დინიევი, მადატოვი; ნდლოვუ

მწვრთნელი: გურბან გურბანოვი

“სამტრედია” (4-2-3-1): მიგინეიშვილი; მჭედლიშვილი, სანდოხაძე, კასრაძე, ბალდე; დათუნაიშვილი, მანჯგალაძე; რაჟამაშვილი, მარკოზაშვილი, სამუშია; საბანაძე

მწვრთნელი: გია ცეცაძე

მსაჯი: მეთე კალკავანი (თურქეთი)

0.136205