თამაშგარე

11:47 | 11.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი ადრიანა ლიმას წაკურკურებია?

ძალიანაც რომ მოინდომოთ, მაინც ვერ გაიხსენებთ ისეთ პერიოდს, როდესაც კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელი შემტევი ნეიმარი ოფიციალური გულისსწორის გარეშე დაყიალობდეს დუნიაზე. ამის მიუხედავად, ჭორები ნეიმარის მრავალსატრფოიანობაზე არ წყდება და როგორც ჩანს, ამ ჭორებს თავისი რეალური მიზეზებიც აქვს.

ამ ბოლო დროს ესპანეთის ბულვარული მედია წერდა, რომ ნეიმარს თავისი ბავშვობის ხურუშიანი ოცნების ახდენა უცდია და ცნობილ ბრაზილიელ მოდელს, ადრიანა ლიმას წაკურკურებია, მაგრამ ადრიანასგან ნეიმარს მხოლოდ ცივი უარი და ირონიული პასუხები მოუღია.

კაცმა არ იცის მართალია თუ არა ეს ყველაფერი, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ რამდენიმე წლის წინ, ნეიმარმა ერთ-ერთ გულახდილ ინტერვიუში დაუფარავად აღიარა, რომ ბავშვობიდან ეტრფოდა ადრიანას და ხშირად უოცნებია მასთან თანაყოფაზე. ჰოდა, ვინ იცის, იქნებ ეს ამბავი სიზმარიც არ იყო კნიაზ-ჯან...

0.146744