ფეხბურთი

1:51 | 6.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფროლოვი და გრიგალაშვილი: "ყველაფერს გავაკეთებთ დადებითი შედეგისთვის"

ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი კონსტანტინ ფროლოვი „იაგელონიასთან“ საპასუხო თამაშს იმედიანად ხვდება. როგორც უკრაინელმა სპეციალისტმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, „დინამო“ ყველაფერს გააკეთებს, რომ სასურველი შედეგი მიიღოს.

„ვეცდებით კარგი თამაში ვაჩვენოთ და მივაღწიოთ შედეგს, რომელიც დაგვაკმაყოფილებს. ბიალისტოკში ოთხშაბათს ჩამოვედით და გრძელი გზა გამოვიარეთ, მაგრამ გუნდი უკვე კარგ ხასიათზეა და ფეხბურთელები შეეცდებიან კარგი შედეგი აჩვენონ. ჩვენ „იაგელონიას“ არ გვეშინია - ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება“, - თქვა ფროლოვმა.

პრესკონფერენციაზე „დინამოს“ მთავარ მწვრთნელს გვერდს ელგუჯა გრიგალაშვილიც უშვენებდა, რომელიც ასევე ოპტიმისტურადაა განწყობილი:

„ჩვენ აქ იმისთვის ჩამოვედით, რომ ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ და წარმატებას მივაღწიოთ. რა თქმა უნდა, მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ და ბათუმში დაბრუნებას კარგ ხასიათზე ვეცდებით“, - აღნიშნა გრიგალაშვილმა.

„იაგელონიასა“ და ბათუმის „დინამოს“ შეხვედრა 22:30 საათზე დაიწყება. როგორც ცნობილია, მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას „აჭარის“ ტელევიზია გეგმავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117745