ფეხბურთი

1:23 | 6.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარტინ შეველა: "ქუთაისში რთული თამაში გვექნება"

სლოვაკური „ტრენჩინის“ მთავარი მწვრთნელი მარტინ შეველა „ტორპედოს“ სერიოზულ მეტოქედ მიიჩნევს და ქუთაისში რთულ თამაშს ელოდება. ამის შესახებ სლოვაკმა სპეციალისტმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ „ტორპედო“ ძლიერი გუნდია. სლოვაკეთში გამართული მატჩის პირველ ნახევარ საათში ბევრი შეტევა განახორციელა, გატანის შანსი ჰქონდა და გოლიც გაიტანა. შემდეგ კი, ჩვენ შევძელით პოტენციალის გამოვლენა და 5 გოლი გავიტანეთ. თამაშის დროს სივრცეებს არ გვიტოვებდა და ქუთაისში რთულ თამაშს ველოდებით, რადგან საკუთარ კედლებში თამაშობს და მოტივირებული იქნება. თუმცა, ჩვენი მიზანი გამარჯვებაა“, - თქვა შეველამ.

შეგახსნებეთ, პირველი შეხვედრა „ტრენჩინმა“ 5:1 მოიგო. დღევანდელი მატჩი კი, ქუთაისში, „რამაზ შენგელიაზე“ 21: საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117168