ფეხბურთი

22:00 | 4.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალო" უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე ითამაშებს

"საბურთალოს" 19-წლამდელთა გუნდი 2017-2018 წლების სეზონში უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე ითამაშებს. წილისყრა მონაკოში 24 აგვისტოს გაიმართება. კლუბის ოფისში უეფა-დან მივიდა ინფორმაცია.

"საბურთალომ" გასულ წელს 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე დინამოელი თანატოლები დაამარცხა - 2:1.

უეფას ახალგაზრდული ლიგა 2013/2014 წლების სეზონიდან დაიწყო. პირველად "ბარსელონამ" იჩემპიონა. 2015 და 2016 წლებში ლონდონის "ჩელსიმ" იმარჯვა, ხოლო წლეულს ტრიუმფატორი გახდა ავსტრიის "ზალცბურგი".

ტურნირში მონაწილეობის უფლება 19-წლამდელთა ფეხბურთელებს აქვთ. წლეულს 1999 წელს დაბადებულები და უმცროსები ითამაშებენ, თუმცა რეგლამენტის მიხედვით, ყველა გუნდს შეუძლია 1998 წელს დაბადებული სამი ფეხბურთელიც ათამაშოს.

უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე "საბურთალომ" უკვე ითამაშა: 2015-2016 წლების სეზონში დანიის "მიდტიულანდთან" გავარდა.

თეგებისაბურთალო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116245