ფეხბურთი

14:46 | 3.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

SBM LEAGUE 2016/17:პირველი ჩემპიონები - მფკ ნატახტარი, Funday

1 და 2 ივლისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წ.წ სეზონის პირველი ფინალური შეხვედრები გაიმართა და სეზონის პირველი ჩემპიონების ვინაობაც გაირკვა.

სუპერლიგის თასის მფლობელი მფკ ნატახტარი გახდა. შაბათს გამართულ ფინალურ შეხვედრაში ნატახტარმა 0:3 დაამარცხა სეზონის დებიუტანტი,კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და თავისი ტიტულოვანი ისტორიის მანძილზე, სუპერლიგის თასს პირველად დაეუფლა.

სუპერლიგის თასის გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი 6 გატანილი გოლით ნატახტარის მოთამაშე კახაბერ გოგოხია გახდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი ასევე ნატახტარის ფეხბურთელი რევაზ ინჯგია დასახელდა. გამარჯვებულ გუნდს თასი სპორტული სააგენტო SBM-ს დირექტორმა ზაალ ჩიტალაძემ დალუდსახარში ნატახტარის დირექტორმა, ხათუნა ჩხაიძემ გადასცეს.

01.07.2017. სუპერლიგის თასი. ფინალი

კსუ/CIU - მფკ ნატახტარი 0:3

გოლები: 08:00’ ინჯგია (0:1), 13:00’ გოგოხია (0:2), 26:00’ კუბლაშვილი (0:3)

მატჩის შემდგომკომენტარებ:

გოგა ხუროშვილი, კსუ: "მარცხის მიზეზი მეტოქე იყო, ძლიერი გუნდი, ძლიერი მწვრთნელით, პროფესიონალები თამაშობენ ამ გუნდში, შეკრული გუნდია ძლიერად ჩაატარეს დღევანდელი თამაში და შედეგიც სახეზეა. იყო მომენტები რაც ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ ბევრი მომენტი არც გვქონია. ვულოცავ მათ გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებ. „

რევაზ ინჯგია, მფკ ნატახტარი: "ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა მინდა მადლობა გადავუხადო მათ კარგი მეტოქეობისთვის. ვულოცავ ჩვენს გუნდს ამ გამარჯვებას, ეს მნიშვნელოვანი იყო. თასის აწევა კი ძალიან ძვირფასი და ღირებულია .ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ფინალურ თამაშის საუკეთესო მოთამაშე რომ გავხდი.

ლიგის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მატჩი - სწორედ ასეთი გამოდგა 2 ივლისსგამართული სუპერლიგა B-ს 2016/17 წ.წ სეზონის ფინალური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს Funday Entertainment - ი და ევროკრედიტი დაუპირისპირდნენ. ორივე გუნდისთვის სადებიუტო ფინალი, უფრო იღბლიანი Funday-ისთვის გამოდგა. შეხვედრა უაღრესად დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. ძირითადი დროის ფრედ 2:2 დასრულების შემდეგ, ორი დამატებითი 5 წუთიანი ტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო, თუმცა საბოლოოდ გამარჯვებული 7 მეტრიანებს სერიაში გამოვლინდა - რომლის სცენარიც, მატჩის მსგავსად დრამატული გამოდგა. 9 დარტყმის შემდეგ, გამარჯვება და ჩემპიონის ტიტული Funday-ს ერგო. (პენ 8:7).

ფინალური მატჩის შემდეგ, გაიმართა ტრადიციული დაჯილდოვების ცერემონიალი, სადაც სუპერლიგა B- ს წლევანდელი სეზონის ნომინანტები გამოვლინდნენ - საუკეთესო მეკარის პრიზი FUNDAY ENT-ის მეკარეს გიორგი ჩაფიძეს გადაეცა. საუკეთესო მცველად, გამარჯვებული გუნდის ფეხბურთელი დავით ჯავახიშვილი დასახელდა. გამორჩეული თავდამსხმელი ევროკრედიტის შემტევი თორნიკე ბახტაძე გახდა, უნივერსალი მოთამაშე გიგა დანელია, საუკეთესო ასისტენტი კი 10 საგოლე გადაცემით,ბექა ონიანი. 16 გატანილი გოლით სუპერლიგა B-ს ბომბარდირი ზესტაფონის „ფეროს„ ფეხბურთელი გაგა ლეჟავა გახდა, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად კი ევროკრედიტის კაპიტანი ირაკლი ბურჭულაძე დასახელდა. ფინალისტები საქართველოს ფუტსალის ნაკრების მეკარემ ზვიად კუპატაძემ და სპორტული სააგენტო SBM-ის დირექტორმა ზაალ ჩიტალაძემ დააჯილდოვეს.

02.07.2017. სუპერლიგა B. ფინალი

Funday Ent. - სკ ევროკრედიტი 2:2 (პენ. 8:7)

გოლები: 20:00’ ბურჭულაძე (0:1), 28:00’ ჯინჭარაძე (0:2), 33:00’ დანელია (1:2), 38:00’ დანელია (2:2)

მატჩის შემდგომი კომენტარები:

ირაკლიბურჭულაძე, ევროკრედიტი: "FUNDAY ახალგაზრდებითდაკომპლექტებულიგუნდია, ჩვენმაქსიმუმიგავაკეთეთ,თუმცასაბოლოოჯამშიძალაარგვეყოდავეღარგავუძელითპრესინგს. ძალიანმაგარიფინალივითამაშეთ, სწორიფეხბურთივითამაშეთთუმცაგამარჯვებავერშევძელით."

დავითჯავახიშვილი, FUNDAY ENT: "მადლობაორგანიზატორებსადაჩვენსმოწინააღმდეგეგუნდს, ბიჭებმაყველაფერიგავაკეთეთდამაქსიმალურიშედეგიდავდეთ, რაცშეეხებაგამარჯვებასრთულთამაშშიმივაღწიეთმიზანს, მადლობაჩემსბიჭებსრომსაერთოძალისხმევითმოვახერხეთმოგება.

ზაალ ჩიტალაძე, სპორტული სააგენტო SBM-ის დირექტორი: "როგორც ხედავთ გუნდებმა ფორმის პიკს მიაღწიეს და დღეს გვანახეს დაუვიწყარი ფინალი, მინდა ვისარგებლო შემთვხვევით და მივულოცო FUNDAY-ს ეს ბრწყინვალე გამარჯვება, ევროკრედიტის გუნდმა კი მარცხის მიუხედავად საკმაოდ კარგი თამაში ანახა. მინდა დაავაანონსო მომავალი დღეები და ვთქვა რომ ძირითადი ფინალები წინ გვაქვს და იქაც გვპირდება ეს ფინალები ძალიან სანახაობრივ და ლამაზ თამაშს."

კვირას, კორპორატიული ლიგების პლეი-ოფის შეხვედრები გაიმართა.

ვერცხლის ლიგის 1/2 ფინალური სერიის მეორე შეხვედრაში ევროპაბეთმა დაძაბულ ბრძოლაში 4:3 დაამარცხა საქართველოს ბანკი და სერიის ანგარიში გაათანაბრა. გუნდებს შორის პირველი მატჩი საქართველოს ბანკმა 7 მეტრიანების სერიაში მოიგო 3:3 (პენ3:2).შესაბამისად ფინალში გასასვლელად გუნდები მესამე, გადამწყვეტ დაპირისპირებას გამართავენ.

ვერცხლის ლიგის 2016-17წ.წ სეზონის პირველი ფინალისტი კი ბაქსვუდია. „მოსწავლეებმა“ საკუთარი გულშემატკივრის ანშლაგის ფონზე, ლიბერთი ბანკი 1/2 ფინალური სერიის მეორე შეხვედრაში 4:1დაამარცხეს და ვერცხლის ლიგის ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებენ. ვერცხლის ლიგის ფინალური შეხვედრა 15 ივლისს გაიმართება.

02.07.2017. ვერცხლის ლიგა. 1/2 ფინალი (II)

საქართველოს ბანკი - ევროპაბეთი 3:4 (3:3 პენ. 3:2)

ბაქსვუდი- ლიბერთი ბანკი 4:1 (3:0)

ვითიბი ბანკი ოქროს ლიგის 1/2 ფინალში ითამაშებს. ”ბანკირებისა” და საპატრულო პოლიციის გუნდის გადამწყვეტი მეოთხედფინალური დაპირისპირების ბედი7 მეტრიანების სერიამ გადაწყვიტა. შეხვედრის ძირითადი დროის 1:1 დასრულების შემდეგ, „საფეხბურთო ლატარეაში“, ვითიბის ფეხბურთელებს გაუმართლათ (პენ. 3:2).

ნახევარფინალში ბანკირების მეტოქე ნატახტარი იქნება, ამ წყვილში გამარჯვებული კი 16 ივლისს ფინალში GWP-ს შეხვდება.

02.07.2017. ოქროს ლიგა. 1/4 ფინალი (III)

პატრული - ვითიბი ბანკი 1:1 (პენ.2:3) (1:2, 2:1)

ამ უქმეებზე კალენდარული ტურის შეხვედრები გამართეს ბრინჯაოს ლიგისა და სუპერლიგა C-ს გუნდებმა.

01.07.2017. ბრინჯაოს ლიგა. VIII ტური

თბილისის მერია - ჰერმესი 3:2

ბილტმორი - ელიტა ბურჯი 4:6

01.07.2017. სუპერლიგა C. VI ტური

აჭარა ჯგუფი - რუბიკონი 0:3

ეთა - Geo Holding 2:4

02.07.2017. სუპერლიგა C. VI ტური

აჭარის ნაკრები - ტატიშვილი

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „იმედი“, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, სასტუმრო „ბილტმორი“

მედია პარტნიორები: რადიოები, „თანამგზავრი 92,3“, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი „ლელო” და სპორტული ჟურნალი „ათიანი“.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრეს-სამსახური / sbm.ge

0.118148