თამაშგარე

11:48 | 3.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ანტონია დობი  - ალბანეთის ნაკრების თილისმა

მიუხედავად იმისა, რომ ბალკანეთს ნახევარკუნძულზე, ანუ გაგანია ევროპაში წამოსკუპული სახელმწიფოს - ალბანეთის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მუსლიმია და მუსლიმურ შეზღუდვებს აღიარებს, ალბანეთში მაინც ბლომად დადიან ხელიხელსაგომანები ასულნი და არც სამოსის შემოძარცვაზე ითრევენ ფეხს.

ერთ-ერთი ცნობილი ალბანელი მოდელი, მსახიობი და ზოგადად სამოსის სწრაფად შემოძარცველი - ანტონია დობი არ ჩამორჩა ევროპასა და მთელს მსოფლიოში ბოლო წლებში დამკვიდრებულ ერთგვარ მოდას და თავი ალბანეთის საფეხბურთო ნაკრების თილისმად გამოაცხადა.

ანტონია დობი აქამდე ფეხბურთის სიყვარულში კი არა, სტადიონზეც კი არ იყო შემჩნეული, მაგრამ ცხადია ეს მას (ისევე როგორც სხვა მრავალ ცნობოლ მოდელს) არ უშლის ხელს, ფეხბურთის ფანატიკოსად რაცხოს თავი. ფეხბურთის სიყვარულისა რა გითხრათ და ანტონიას კაი ცხოვრება რომ ნაყვარება – ესკი ნაღდია!

0.168479