სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ძიუდო

17:09 | 2.07.2017 | ნანახია 4605 - ჯერ

ქართველი ჭაბუკები ევროპის გუნდურ ოქროს მიუახლოვდნენ

საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალშია. კაუნასში მიმდინარე ევროპირველობაზე პირველ ნომრად განთესილმა ქართულმა გუნდმა კონტინენტის გუნდურ ჩემპიონატზე დილის პროგრამაში სამი შეხვედრა ჩაატარა და სამივე მოიგო.

საქართველოს ნაკრები საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და საბერძნეთს 5:0 სძლია. მეოთხედფინალში იტალიას აჯობა 4:1. ნახევარფინალში კი რუსეთს – 3:2.

გადამწყვეტ ბრძოლაში ქართველი ძიუდოისტები უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, რომელმაც ფინალის გზაზე თურქეთი (3:2), პოლონეთი (3:2) და ლატვია (3:2) ჩამოიცილა.

ჭაბუკების პარალელურად, ევროპის გუნდური ჩემპიონატი გოგონებს შორისაც მიმდინარეობს. 19 ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებს შორის, ევროკონკურენციაში ქართული გუნდიც ჩაება. კარგადაც დაიწყო – პორტუგალიის 5:0 ძლევით მეოთხედფინალში გავიდა, მაგრამ იქ სერბეთთან 2:3 წააგო და რეპეშაჟის მეოთხედფინალში გადაერთო, სადაც უკრაინას დაუპირისპირდა და მასთანაც 2:3 დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:09 | 04.07.2017
პანტელეიმონი (3235)

+1

00:17 | 03.07.2017
ogafa (4702)

ყოჩაღ

23:24 | 02.07.2017
b.g (1171)

აბა მსოფდლიო ჩემპიონობა მიგველოცოს სულ მალე!!!

19:19 | 02.07.2017
beso68 (2537)

ვულოცავ ქართველ ჭაბუკებს ჩემპიონობას. კარგი თაობა გვეზრდება.

22:56 | 02.07.2017
mushni (71528)

დადე თუ გაქ ლინკი ძმა

21:13 | 03.07.2017
beso68 (2537)

ამ ლინკზე მიმდინარეობდა ჩვენება, მაგრამ რატომღაც ეხლა დაბლოკილი აქვთ მუშნი
http://www.eju.net/calendar/?mode=showLiveTransmission&id=2974

01:42 | 06.07.2017
mushni (71528)

მადლობა ბესო ძმა

22:55 | 02.07.2017
mushni (71528)

ყოჩაღ

18:30 | 02.07.2017
BEERTRANCE (94318)

წარმატებები

17:17 | 02.07.2017
pedrito27 (19)

საფრანგეთს ვერ ვხედავ, საერთოდ არ გამოსულან?

17:39 | 02.07.2017
sanzona (703)

ლატვიამ გამოაგდო

21:02 | 02.07.2017
pedrito27 (19)

ლატვიამ საფრანგეთს ძიუდოში....?! აფერუმ

22:56 | 02.07.2017
mushni (71528)

უი

23:23 | 02.07.2017
b.g (1171)

:-)

01:42 | 06.07.2017
mushni (71528)

=00

სარეკლამო ადგილი - 4
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.102111