სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ბლოგი

20:30 | 2.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო თბილისი-ბათუმის  ავტობუსიდან
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

თბილისიდან ბათუმისკენ მიმავალ ავტობუსში ჯდომა მთელი თავგადასავალია. მით უმეტეს, თუკი ლაპარაკის მოყვარულ ხალხთან მოხვდი და ამ ხალხს ფეხბურთი უყვარს. სულ რომ არ გაინტერესებდეს მწვანე მინდორზე ბურთის გორება - ასეთი ადამიანები ენას მაინც ამოგადგმევინებენ. ხოლო თუ თავად გიჟდები ლაპარაკზე, სხვების მიერ მოცემული სტიმულიც არ გინდა.

„კიდო ვერ მეიგენ ჩვენმა ბედოვლათებმა ჰო?“ - ქვემოიმერულ კილოზე ეკითხება სპორტულ გაზეთში ჩამძვრალ პატარა ბიჭს პუტკუნა, სავარაუდოდ გემრიელად სმა-ჭამის მოყვარული კაცი და მის პასუხს არც ელოდება ისე აგრძელებს - „ამასწინათ ვუყურე და ისეთ გუნდს ძლივს მოუგენ, იმის სახელის დამახსოვრებას უნდა მარტო ერთი კვირა. მერე მე შენ გეტყვი და იმას იტყვიან, ამხანაგური თამაში იყო და მოწინააღმდეგეც ვერ გვყავდა თლა მაგარიო. დეიბღინძებიან უშნოდ და მიდი აბა თუ ბიჭი ხარ გოუბედე რამე“.

გაზეთმომარჯვებული ახალგაზრდს ბიჭი უხერხულად იღიმება და სანამ რამეს იტყვის, ის ჩაპუტკუნებული იმერელი ახლა მე მიბრუნდება - „რას იტყვით ჩემო ბატონო, ვამბობ მართალს თუ არა?!“. მართალი ხარ მეთქი რომ ვუთხარი, გაუხარდა და მზესუმზირას პარკი გადმომაწოდა - გაკვნიტე ძამიაო.

იმერელის უკან მისივე ასაკის ორი კაცი ინტერესით ადევნებდა ჩვენს საუბარს თვალს და ერთ-ერთი ამბობს: “ნაკრები კი არა, აგერ, ამხელა ქალაქია ბათუმი და ერთი სტადიონი ვერ გვაღირსენ. მიდიან და მოდიან მთავრობები, ყველა იძახის, ბათუმში სტადიინი უნდა ავაშენოთო და საქმეა აგი? ხალხი არ ხართ, გამაგებინეთ, საშინაო თამაშებს რატომ უნდა თამაშობდეს ბათუმის გუნდი ქობულეთში?“. გვერდით მჯდომი მას თავს დაქნევით ეთანხმება და აგრძელებს: „კურორტნი“ ქალაქების ამბავი მე მკითხეთ. ზაფხულში მთელი საქართველო ჩვენთანაა და ცოცხლდება ბათუმი. მაგრამ, სხვა დროს ჩვენი გასართობი და ხალისი, თეატრი და ფეხბურთო იყო - ვისაც რა გვიყვარდა იმის მიხედვით. ახლა ფეხბურთი წაგვართვეს და ქობულეთში კიდე ვინ ივლის ყველა თამაშზე?! კი გვპირდებიან, მალე იქნება სტადიონიო, მარა ამათ რო ვუყურებ, სტადიონის აშენებას ჩვენ ვერ მოვესწრებით და...“.

ავტობუსის ფანჯრიდან შიდა ქართლის ფერადი ვაკე ჩანს, მინდვრების ბოლოში კი ახალგორის თავზე ღრუბლებია მოქუფრული. უყურებს, უყურებს ის იმერელი კაცი ახალგორისკენ კლაკვნით მიმავალ საავტომობილო გზას და ბოლოს, ყველასათვის მოულოდნელად პირჯვარს იწერს. „ცოლი მყავს აქოური - ქართლელი. კიდო ვერ ვიჯერებ, ეგრე ნაგლურად რაფერ წეიღეს სამაჩაბლო ამგენმა. აი გუშინ, რუსეთის ნაკრების თამაშს ვუყურებდი და იქ რო ჯიქია თამაშობს, იმაზე ვფიქრობდი - არ ცხვენია ნეტა რუსეთის ნაკრებში რომ თამაშობს? ქართველი ხოა არ?...“

იმერელის ნათქვემზე ერთ-ერთ აჭარელს ეცინება და ირონილად ამბობს: „კი, ძალიან რცხვენია და „წითლდება“... ზოგი ისეთია, ფული დაანახე შენ და რუსეთის ნაკრებში კი არა, ეშმაკს შეეკვრება. აი ბათუმში მეზობელი მყავს ერთი. ერთ დალევაზე 10 ლიტრა ღვიმოს სვამს და საქართველოს სადღეგრძელო ისე უყვარს, ზედიზედ ათჯერ რომ დაალევინო - არ იტყვის უარს, მაგრამ ამასწინათ ამბობდა, ნეტა ისევ რუსეთთან ვიყოთ, რა დამავიწყებს, მაცივარს რომ გამოვაღებდი - რაფერი სავსე იყოო. რა უნდა მოთხოვო ახლა მაგნაირ ხალხს შენ“...

ამ სიტყვებზე ყველა ჩუმდება და უხერხული სიჩუმე დგება, რომელსაც თან დარდიანი ამოოხვრებიც ახლავს. მე მაინც ვცდილობ იმედიანი განწყობა შევინარჩუნო და ვამბობ, რომ ყველაფერი ეს და მათ შორის პროსუსული განწყობებიც დროებითია და საბოლოო ჯამში საქართველო მაინც წინ წავა.

ავტობუსი უკვე გვირაბში შედის. წინ ციცქნა საქართველოს მეორე - კიდევ უფრო ციცქნა ნაწილი გვაქვს გასავლელი. იმერელი პუტკუნა, მხიარული კაცი მოწყენილი ზის და თავი აქვს ჩაქინდრული. აჭარლებიც ჩუმად არიან და მთელს ავტობუსში მხოლოდ მზესუმზირის კნატუნის ხმა ისმის. ზაფხულის უცნაურად გრილი დღეა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.098897
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X