ფეხბურთი

21:16 | 29.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ტრენჩინი” – “ტორპედო” 5:1 – ევროპისგან შორს...

ქუთაისის “ტორპედოსთვის” ევროპა ლიგის გათამაშება კატასტროფულად დაიწყო – სლოვაკურ “ტრენჩინთან” საქართველოს თასის მოქმედი მფლობელი 1:5 განადგურდა...

არა და, კახა ჩხეტიანის გუნდისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო და მეათე წუთზე დაწინაურდა კიდეც. გრიგოლ დოლიძის სტანდარტული გიორგი გურულის გოლით დასრულდა – 0:1. როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ეს ერთადერთი რეალური მომენტი, კარში დარტყმა და გოლი იყო ქართველი ფეხბურთელების შესრულებით. მოსაყოლი ბევრია, თუმცა კარგი არაფერი. “ტრენჩინმა” ოფლის დაუღვრელად, ყველა კომპონენტში დაჩაგრა, მეტოქე, თითქოს მოედანზე მარტო იყო. სლოვაკები მეტად გააზრებულ ფეხბურთს თამაშობდნენ და საბოლოოდ დაფიქსირებული შედეგი სრულიად ლოგიკურიც აღმოჩნდა.

ანგარიში მალევე გათანაბრდა – გოლის ავტორმა გურულმა ერთობ უყურადღებოდ ითამაშა და საჯარიმოში ბურთი დაკარგა. მასპინძლებმა კი, შეცდომა არ აპატიეს და გოლი მანსემ მიითვალა. მანვე, პირველი ტაიმის მიწურულს დუბლი გაიფორმა და “ტრენჩინი” უკვე შესვენებაზე გავიდა დაწინაურებული.

მეორე ტაიმში სათამაშო სურათი უცვლელი დარჩა – “ტრენჩინი” უტევდა, “ტორპედო” გაძლებაზე იყო. შესაბამისად, ადვილი მისახვედრი იყო, რომ ასეთი თამაში ადრე თუ გვიან, ლოგიკურ სახეს მიიღებდა. ასეც მოხდა, გიორგი ბერიძის აქტიურობით ცატაკოვიჩმა სხვაობა გაზარდა. შემდეგ უკვე პაურმა შეაგდო, ხოლო წერტილი ქართველმა ბერიძემ დასვა – სხვათა შორის, გიორგის გატანილი გოლი არ აღუნიშნავს, თუმცა, რას იზამ, ასეთია ფეხბურთი... სხვათა შორის, მთელი თამაში მეტად აქტიური გახლდათ საბოლოოდ, გოლითა და საგოლე პასითაც გამოირჩა.

ჩვენ კი, ჩვენი ვთქვათ – “ტორპედოსთვის” ევროპა ლიგის გათამაშება შეიძლება ითქვას, სლოვაკეთშივე დასრულდა. რა თქმა უნდა, საპასუხო თამაში, რომელიც ერთი კვირის შემდეგ ქუთაისში გაიმართება, წინაა, მაგრამ იმედი თითქმის აღარ დარჩა. მხოლოდ ანგარიშს თავი დავანებოთ, თამაშის ხარისხიდან გამომდინარე არ გვაქვს იმის თქმის უფლება, რომ “ტორპედოს” მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის შანსი აქვს.

“ტრენჩინი” – “ტორპედო” 5:1 (2:1)

ტრენჩინი, “ნა შიჰოტი”

“ტრენჩინი” (4-3-3): ჩოვანი; შულეკი, კლეშჩიკი, ლოურენსი, სკოიასა; პაური (ელ მაჰდიუ 84), ზუბაირუ, უბნიკი; გონგი (კვოცერა 65), მანსე (ცატაკოვიჩი 74), ბერიძე

მწვრთნელი: მარტინ შეველა

“ტორპედო” (4-2-3-1): კვასხვაძე, ხურცილავა, ჭიჭინაძე, გურული, ქიმაძე; გიგაური, მამასახლისი (ბაბუნაშვილი 46); დოლიძე, კუხიანიძე (ხურციძე 82), ტუღუში (კვირკვია 67); კაპანაძე

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

გოლები: 0:1 გურული (10), 1:1 მანსე (36), 2:1 მანსე (40), 3:1 ცატაკოვიჩი (75), 4:1 პაური (84), 5:1 ბერიძე (87)

გაფრთხილება: სულეკი (64), მანსე (67) – გიგაური (38)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (8) – 7 (2) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 11:3 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: ნირ მარშალი (ჩრდილოეთ ირლანდია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11681