ფეხბურთი

11:55 | 29.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჯაბა ლიპარტია რუსეთის პრემიერლიგაში

ჯაბა ლიპარტია კარიერას რუსეთის პრემიერლიგის ბინადარ მახაჩყალის “ანჟიში” გააგრძელებს. ამის შესახებ დაღესტანური კლუბის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. ლიპარტია “ანჟის” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

აღსანიშნავია, რომ ჯაბა “ანჟის” რიგებში აქამდე სინჯებზე იმყოფებოდა და რამდენიმე საკონტროლო მატჩშიც ითამაშა, რომლებშიც 2 საგოლე პასით გამოირჩა.

ჯაბა ლიპარტია თბილისის “ვიტ-ჯორჯიას” ღირსებას იცავდა, ხოლო 2011 წლიდან ლუგანსკის “ზორიას” წევრი იყო, რომლის შემადგენლობაშიც 169 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116145