ავტოსპორტი

2:05 | 29.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩინური გუნდი ფორმულა 1-ში?

მალე შესაძლოა ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატში ჩინური გუნდი გამოჩნდეს. როგორც ბრიტანული გამოცემა „ავტოსპორტი“ წერს, უკვე ჩამოყალიბდა გუნდი, სახელად „ჩაინა ფ1 რეისინგ“. ის ბრიტანეთში ბაზირებულ გუნდ „ბრონზ ფორჩუნის“ ბაზაზე შეიქმნა, რომელიც სპორტული ავტომობილებით რბოლებში მონაწილეობდა და რომელსაც ფრანგი იურისტი ხელმძღვანელობდა.

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია (FIA) ამ ინფორმაციას ჯერჯერობით ოფიციალურად არ ადასტურებს. თუმცა გუნდის შესახებ ამ კულუარებში უკვე ლაპარაკობენ. რაც მთავარია, FIA-მ გუნდისთვის სახელის შეცვლა უკვე დაამტკიცა. და არაა გამორიცხული, რომ მას მწვანე შუქიც აუნთო. გუნდს ერთ-ერთი ჩინური კომპანიის მხარდაჭერაც უკვე აქვს.

„ამაზე ლაპარაკი მუდმივად არის, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ რამდენიმე გუნდმა უკვე გამოთქვა ინტერესი. ამჟამად ჩემპიონატში 10 გუნდი გვყავს და გვინდა, რომ მონაწილეთა რიცხვი 12 იყოს. ასე რომ, თუ ერთი ან ორი სოლიდური განაცხადი მივიღეთ, შეუძლებელი არაფერი იქნება“, - ამბობს FIA-ს პრეზიდენტი ჟან ტოდტი.

ეროვნული გუნდის ფ1-ში მონაწილეობა ახალი არაა. მაგალითისთვის „ფორს ინდიაც“ გამოდგება, თუმცა მას მალე სახელს გამოუცვლიან, რაც კომერციული საჭიროებით არის გამოწვეული. 2010 წელს ფ1-ში მოსვლა სურდა ამერიკულ USF1-ს, მაგრამ ვერ შეძლო. თუმცა მოგვიანებით ამერიკული გუნდი - „ჰასი“ მაინც ჩაერთო ჩემპიონატში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131897