ფეხბურთი

1:06 | 29.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

კონფედერაციათა თასი: ბრავო ბრავოს! - ჩილე ფინალშია (+VIDEO)

ჩილეს ეროვნული ნაკრები ფიფას კონფედერაციათა თასის გათამაშების ფინალისტია - „ლა როხამ“ ნახევარფინალში ევროპის ჩემპიონი პორტუგალია დაამარცხა. ყველაფერი პენალტების სერიამ და მეტწილად, კლაუდიო ბრავოს დიდებულმა თამაშმა განაპირობა.

„მანჩესტერ სიტის“ კიპერს ბევრი საქმე მთელი თამაში არ ჰქონია, თუმცა თერთმეტრიანების სერიაში იმდენად შეუდარებლად ითამაშა, რომ ზემოხსენებული სათაურის მოფიქრებას წინ არაფერი დაუდგა.

შეხვედრის ძირითად დროში დიდად საინტერესო არაფერი მოხდარა. ორივე გუნდი გააზრუბეულად იშვიათად უტევდა და უმეტესად სათამაშო დრო ბრძოლაში გაილია. იგივე გაგრძელდა დამატებით 30 წუთეულშიც, თუმცა ბოლო 3 წუთი ჩილელთა უდიდესი უპირატესობით და სამი რეალური საგოლე მომენტით წარიმართა - არტურო ვიდალის შოერული დარტყმული ძელმა აისხლიტა, ხოლო დამატებაზე როდრიგესი თამაშობდა, მაგრამ მან ხარიხას ვერ ააცილა. ერთ წუთში უკვე ალექსის სანჩესი შეიჭრა საჯარიმოში და დაარტყა კიდეც, თუმცა ჟოზე ფონტემ ბოლო მომენტში ვარდნით კარისკენ მიმავალი ბურთი კუთხურზე მოიგერია.

საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, რომელშიც ბრავომ შოუ დადგა: რიკარდო კვარეჟმას, ჟოაო მოუტინიოსა და ნანის შანსი არ დაუტოვა, ხოლო საპასუხოდ არტურო ვიდალმა, ჩარლს არანგიზმა და ალექსის სანჩესმა დაარტყეს უბადლოდ და ჩილეს ნაკრები ფინალში გავიდა.

მეტოქე ჯერ უცნობია, გერმანიისა და მექსიკის ნახევარფინალურ შეხვედრაში გაირკვევა.

პორტუგალია - ჩილე 0:0 პენ: 0:3 (0:0) VIDEO

ყაზანი, „ყაზან არენა“

მაყურებელი: 45 000

პორტუგალია (4-4-2): რუი პატრისიუ; სედრიკ სოარეში, ფონტე, ბრუნო ალვეში, ელიზეუ; ბერნარდუ სილვა (კვარეჟმა 83), ადრიენ სილვა (მოუტინიო 102), კარვალიო, ანდრე გომეში (ჟელსონი 116); რონალდუ, ანდრე სილვა (ნანი 76)

მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში

ჩილე (4-3-1-2): ბრავო; ისლა (ფუენსალიდა 120), მედელი, ხარა, ბოსეჟური; არანგიზი, დიასი, ერნანდესი (სილვა 112); ვიდალი; ვარგასი (როდრიგესი 85), სანჩესი

მწვრთნელი: ხუან ანტონიო პიცი

პენალტების სერია: 0:1 ვიდალი, 0:1 კვარეჟმა (მეკარე), 0:2 არანგიზი, 0:2 მოუტინიო (მეკარე), 0:3 სანჩესი, 0:3 ნანი (მეკარე)

გაფრთხილება: კარვალიო (31), ანდრე სილვა (43), ფონტე (94), ბრუნო ალვეში (111), სედრიკ სოარეში (115) - ხარა (23), ერნანდესი (51)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 15 (3) – 15 (3) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 7:5 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: ალირეზა ფაგანი (ირანი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130138