კალათბურთი

22:40 | 28.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

3X3 კალათბურთში Tbilisi Challenge 4-5 ივლისს გაიმართება

ტრადიციული ტურნირი 3X3 კალათბურთში, რომელიც უკვე მე-4 წელია, თბილისის კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება, 4-5 ივლისს თბილისში გაიმართება. ტურნირისთვის, რომლის სახელწოდებაა Tbilisi Challenge 2017, რეგისტრაცია დაწყებულია. ტრადიციულად, აღნიშნული ტურნირი წარმოადგენს საკვალიფიკაციო ეტაპს იმ სოლიური ტურნირისა, რომლის ფინალური ეტაპიც მოსკოვში იმართება და მასში ევროპული ქვეყნების საუკეთესო გუნდები იღებენ მონაწილეობას.

Tbilisi Challenge 2017-ის გამარჯვებულისთვის Moscow Open 2017-ის საგზურთან ერთად სოლიდური ფულადი ჯილდო - 4000 ლარია დაწესებული. ტურნირში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ კალათბურთლს - მოყვარულსა თუ სუპერლიგაში, ან ნებისმიერი ჩემპიონატის მონაწილეს. რეგისტრაცია დაწყებულია და მიმდინარეობს თბილისის კალათბურთის ფედერაციის ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/TbilisiBasket/

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115047