ჭადრაკი

23:00 | 28.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავა გრან-პრის ტურნირში თამაშობს

ერთეულთა შორის ჭადრაკში, ევროპის 2017 წლის ვიცე-ჩემპიონი ბაადურ ჯობავა, სწრაფ ჭადრაკსა და ბლიცში, გრან-პრის გათამაშების მეორე ეტაპში მონაწილეობს, რომელსაც ქალაქი ლიოვენი (ბელგია) მასპინძლობს.

ჯობავასთან ერთად ლიოვენში ისეთი გრანდები თამაშობენ, როგორებიც არიან: მაგნუს კარლსენი (ნორვეგია), ვლადიმერ კრამნიკი (რუსეთი), ვასილი ივანჩუკი (უკრაინა), ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი), უესლი სო (აშშ), მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი), ლევონ არონიანი (სომხეთი), ანიშ გირი (ჰოლანდია) და იან ნეპომნიაშჩი (რუსეთი).

რაპიდი ერთ წრედ, ცხრა ტურად, ხოლო ბლიცი ორ წრედ, თვრამეტ ტურად ტარდება. გამარჯვებული საერთო ჯამში დაგროვილი ქულების მიხედვით გამოვლინდება.

შეგახსენებთ, რომ გრან-პრის გათამაშებას პირველი ეტაპის შემდეგ, რომელსაც პარიზმა(საფრანგეთი) უმასპინძლა კარლსენი ლიდერობს.

0.101639