ჩოგბურთი

13:23 | 28.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

მალდინის საჩოგბურთო დებიუტი

“მილანისა” და იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ პაოლო მალდინიმ ძალები ჩოგბურთში მოსინჯა და პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა.

მილანის ჩელენჯერის პირველ წრეში მალდინი-ლანდონის წყვილი ბედრანეკი-პელის დუეტთან 1:6, 1:6 დამარცხდა. შეხვედრა სულ 42 წუთს გაგრძელდა, მალდინიმ და მისმა მეწყვილემ მეტოქეს ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს.

როგორც შეხვედრის შემდეგ მალდინიმ აღნიშნა, ეს ერთჯერადი აქცია იყო და პროფესიონალურ დონეზე ჩოგბურთის თამაში მის გეგმებში არ შედის.

“ბევრი იტალიური ჩელენჯერიდან მივიღე მიწვევა, მაგრამ ეს თამაში ერთჯერადი აქცია იყო. შესანიშნავი გამოცდილება მივიღე, თუმცა ამის განმეორებას აღარ ვაპირებ” - ციტირებს პაოლოს სიტყვებს La Gazzetta dello Sport.

მალდინიმ “მილანის” შემადგენლობაში 902 შეხვედრა ჩაატარა, რაც კლუბის რეკორდია და 33 გოლი გაიტანა, ხოლო იტალიის ნაკრებში 126 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი.

0.111512