თამაშგარე

11:44 | 28.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბიანკა ბელი ვისზე ნაკლები გოგოა?

იტალიის საფეხბურთო ნაკრების თილისმის წოდებაზე და იმიჯზე უკვე იმდენი აპენინელი ლამაზმანი აცხადებს პრეტენზიას, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო მათი სახელებისა და სილუეტების ჩამოთვლა და გახსენება აურევს კაცს ფიქრსა და აუმღვრევს სისხლს.

სხვა ლამაზმანებს არც ცნობილი იტალიელი მოდელი, ბიანკა ბელი ჩამორჩა, რომელმაც თავი ჯერ რომის “ლაციოს” გულდათუთქულ ტიფოზად გამოაცხადა. მერე ესეც არ იკმარა და რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ “სკუადრა აძურას” მასზე დიდი გულშემატკივარი არ ჰყავს და იგი ყველაზე მეტად იმსახურებს ნაკრების თილისმის წოდებას.

სხვებისა აბა რა გითხრათ და ბიანკა ბელი კი ნამდვილად ცნობილი და ერთ-ერთი წარმატებული მოდელია, რომელსაც წესით ფსევდოგულშემარტკივრის იმიჯით პოპულარობის მოხვეჭა არ უნდა სჭირდებოდეს, მაგრამ ზედმეტი პოპულარობა აბა ვის აწყენს? მით უმეტეს, რომ ეს პოპულარობა იტალიაში საკმაოდ მარტივი გზებით მიიღწევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.155886