ფეხბურთი

0:30 | 28.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: სირიგუ სერია A-ში დაბრუნდა

როგორც დაანონსებული იყო, იტალიის ნაკრების ყოფილი მეკარე სალვატორე სირიგუ სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას “ტორინოში” გააგრძელებს. ამის შესახებ ტურინული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. 30 წლის კიპერმა “ხარებთან” 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და სეზონში ანაზღაურების სახით 1.5 მილიონ ევროს მიიღებს.

სალვატორე სირიგუ აქამდე ფრანგული პსჟ-ს კარს იცავდა 2011 წლიდან მოყოლებული. ბოლო ორ სეზონში მან ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და ამიტომ, გასული სეზონი იჯარით ჯერ “სევილიაში”, მერე კი “ოსასუნაში” გაატარა.

ბოლო იტალიური კლუბი, სადაც სირიგუ ირჯებოდა სიცილიური “პალერმო” გახლდათ. იტალიის ეროვნულ ნაკრებში სალვატორეს 17-ჯერ აქვს ნათამაშები.

0.119144