თამაშგარე

17:54 | 27.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ები კლენსი ახალ სკანდალებს იგონებს

როგორც ბრიტანეთის ბულვარულმა მედიამ ივარაუდა, ვეტერანი ინგლისელი შემტევის პიტერ კრაუჩისა და მისი ნაგიჟარი ცოლის აბიგაილ (ები) კლენსის დაშორების ამბავი ამ უკანასკნელის მიერ მოგონილი საპიარო ტრიუკი იყო... კრაუჩის ცოლმა თუ ასე გააგრძელა, მისას მალე არავინ დაიჯერებს და როგორც ჩვენში იტყვიან, მერე სულ „ტყუილში მოუწევს ცხოვრება“.

ახმახი პიტერ კრაუჩის დოყლაპიობა და დამთმობი ხასიათი რომ არა, მართლაც რთულად წარმოსადგენია როგორ უნდა იგუო ისეთი ცოლი, რომელიც დღენიადაგ სკანდალებზეა თვალებდაჭყეტილი და ნემსის ყუნწში ძვრება ახალი აბსურდული სკანდალების მოსაგონებლად.

ესეც არ იყოს, მიუხედავად მუდმივად ბულვარული მედიის წინ ტრიალისა, კეკლუცობისა და თავისმოწონებისა, წლები და ასაკი მაინც თავისას შვრება და ალბათ თავად ქალბატონი აბიგაილიც კარგად ხვდება, რომ მისმა საუკეთესო წლებმა და აღზევების ჟამმა ჩაიარა. ჰოდა, მთელი უბედურებაც სწორედ ისაა, რომ ხვდება და მაინც არ უნდა დაჯერება. არ უნდა და ძალაა?!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.143302