ფეხბურთი

21:23 | 26.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

როდრიგესს “რეალიდან” წასვლა უნდა

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველს ხამეს როდგრიგესს კლუბის შეცვლა სურს, თუმცა Goal.com-ის ინფორმაციით, სურვილი იმისა, რომ კოლუმბიელი “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავა, უიმედოა.

მაისში მხარეებმა სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს, მაგრამ საქმე ისე წავიდა, რომ კოლუმბიელი კვლავ “სამეფო კლუბში” დარჩა.

ხამეს როდრიგესით “წითელი ეშმაკების” გარდა “მილანი”, “პარი სენ ჟერმენი” და “ინტერიც” არიან დაინტერესებულნი.

გასულ სეზონში როდრიგესმა ლა ლიგის 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 8-8 გოლი და საგოლე გადაცემა დაგროვდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127623