ჭიდაობა

17:50 | 26.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბერძენ-რომაელებმა პარიზის სამზადისი ბაკურიანის შეკრებით გახსნეს

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას შეუდგა. სეზონის უმთავრეს შეჯიბრებამდე დარჩენილ ორ თვეში ქართველი მოჭიდავეები რამდენიმე შეკრებას გაივლიან.

18 ივნისს ბექა როყვას გუნდი გაფართოებული შემადგენლობით - 35 სპორტსმენით ბაკურიანში ჩავიდა. საწვრთნელი პროცესი 2 კვირა გაგრძელდება. შემდეგ კი, საქართველოს ნაკრები პოლონეთში გაემგზავრება და 7-9 ივლისს გასამართ საერთაშორისო ტურნირში ჩაებმება.

მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატს 21-26 აგვისტოს პარიზი უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125938