ფეხბურთი

17:22 | 26.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის ლიგა: უქიმერიონი პირველი წრის ლიდერია

გასულ უქმეებზე, „მოყვარულთა თასი 2017“-ის ფარგლებში, თბილისის უმაღლესი ლიგის პირველი წრის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. დიდი ინტერესი გამოიწვია „კვარტლურმა დერბიმ“ „35 -ე თბილისსა“ და „კვარტალს“ შორის, რომელშიც „35-ე თბილისმა“ 5:0 გაიმარჯვა. სხვა შეხვედრებში იმარჯვეს ლიდერებმა და შესაბამისად სატურნირო ცხრილის მოწინავე პოზიციები არ შეცვლილა.

რაც შეეხება პირველ ლიგას, აქ ერთმანეთს გათამაშების ლიდერები „დადიანი“ და „თ.ს სასამართლო“დაუპირისპირდა. დაძაბული შეხვედრა უგოლო ფრედ 0:0 დასრულდა. დანარჩენ შეხვედრებში მოულოდნელი შედეგი არ დაფიქსირებულა, შესაბამისად სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა.

შემდეგი შაბათ - კვირა თბილისის მერიის თასის ნახევარფინალურ დაპირისპირებებს დაეთმობა.

პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია „თრიალეთი“, ინტერნეტ პორტალები: „მსოფლიო სპორტი“, „Goal.ge“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო”, რადიო „ჯაკო“.
თბილისის ლიგის მხარდამჭერია თბილისის მერია.

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.153723