ფეხბურთი

19:48 | 26.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

პაულინიო "ბარსელონაში"?

ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველი პაულინიო 2015 წლიდან ჩინეთის "გუანჯოუ ევერგრანდში" თამაშობს და იქაური ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელადაც მიიჩნევა. მან წინა სეზონში 21 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასიც მიამატა.

პაულინიოს შეძენა "ბარსელონას" სურს და 25 მილიონი ევროც გაამზადა, თუმცა ჩინური კლუბი 40 მილიონს ითხოვს. ესპანური პერსა ვარაუდობს, რომ მხარეები მაინც შეთანხმდებიან.

პაულინიომ წლეულს ურუგვაი-ბრაზილიის შეხვედრაში (1:4) ჰეთ-თრიქი მიითვალა.

0.12043