ფეხბურთი

15:55 | 26.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიის 19-წლამდელთა 18 რჩეული: პასლაკის გარეშე

გერმანიის 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა ფრანკ კრამერმა შეარჩია ის 18 ფეხბურთელი, რომლებსაც საქართველოში ჩამოიყვანს ევროპის ჩემპიონატზე. ნაკრებში არ გახლავთ 1998 წელს დაბადებულთა შორის საუკეთესო გერმანელ ფეხბურთელად მიჩნეული ფელიქს პასლაკი. ის "დორტმუნდის" ნახევარმცველია.

"ბაიერნიდან" ერთი ფეხბურთელია: მცველი ფელიქს გიოტცე, რომელიც მარიო გიოტცეს უმცროსი ძმა გახლავთ.

მეკარეები: მარკუს შუბერტი (დინამო დრეზდენი), აიკე ბანსენი (დორტმუნდი);

მცველები: იულიან შაბო (ლაიპციგი), იონას ბუსამი (ფრაიბურგი), დომინიკ ფრანკე (ლაიპციგი), გიოქჰან გული (ფორტუნა), ფელიქს გიოტცე (ბაიერნი);

ნახევარმცველები: ბოტე ბაკუ (მაინცი), აიმენ ბარკოკი (აინტრახტი),სიდნი ფრიდე (ჰერტა), რობინ ჰაკი (ჰოფენჰაიმი), დენის გაიგერი (ჰოფენჰაიმი), დავიდ რაუმი (ფიურტი),სალიჰ იოზქანი (კიოლნი), გიორქემ საგლამი (ბოხუმი), მატს კიოლერი (ჰამბურგი);

თავდამსხმელები: ეტიენ ამენიედო (დორტმუნდი), ტობიას ვარშევსკი (მიუნსტერი)

როგორც იცით,საქართველო და გერმანია სხვადასხვა ჯგუფში არიან. გერმანელები ბ ჯგუფში ინგლისთან, ჰოლანდიასთან და ბულგარეთთან ერთად იასპარეზებენ, საქართველოს ნაკრებს კი ა ჯგუფში მეტოქეებად პორტუგალია, შვედეთი და ჩეხეთი ჰყავს.

ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის მატჩები 2-დან 15 ივლისის ჩათვლით თბილისსა და გორში გაიმართება.

0.120168