ფეხბურთი

13:17 | 26.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბეილს პრემიერლიგაში თამაში სურს

მადრიდის “რეალის” გარემარბით, გარეტ ბეილით ფრანგული “პარი სენ ჟერმენი” დაინტერესდა, თუმცა უელსელი მოთამაშე არ აპირებს ლიგა 1-ში თამაშს და განაცხადა, რომ ამ შემოთავაზებით არ ინტერესდება.

იმ შემთხვევაში, თუ 27 წლის ფეხბურთელს “სამეფო კლუბის” დატოვება მოუწევს, კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს, თან მოგეხსენებათ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ტოტენჰემი” წლებია ცდილობენ ბეილის გადაბირებას.

ბეილის მომავალი ცალსახად კილიან მბაპეს უკავშირდება, რადგან თუ 18 წლის მოთამაშე “რეალში” გადავა, ბეილს ახალი კლუბის ძიება მოუწევს. ახალგაზრდა ფრანგი შემტევით კი მადრიდელები ძალიან არიან დაინტერესებულნი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118372