კალათბურთი

12:52 | 26.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

Zaza Pachulia NBA Summer Camp - მესამე დღე

ზაზა ფაჩულიას აკადემიაში გაიმართა სამდღიანი კემპი აკადემიის ბავშვებისთვის, რომელსაც NBA-ს მწვრთნელები ატარებდნენ.

კემპის ბოლო დღის დაწყებამდე ბავშვებს ამერიკიდან მიმართა ზაზამ, რაც პატარებისთვის უდიდესი სტიმული იყო.

ზაზა ფაჩულია: "ბედნიერი ვარ, თუ თქვენ, ბავშვებო ხართ კმაყოფილები და თუ თქვენ მოგების, ჩემპიონობის მეტი სურვილი გექნებათ. დამიჯერეთ, ჩემპიონობაზე სასიამოვნო არაფერია და არ აქვს მნიშვნელობა, რა ტურნირს მოიგებ. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მწვრთნელს, ვინც ამ კემპის მონაწილე იყო. ჩვენ ერთი დიდი ოჯახის წევრები ვართ. წარმატებები ყველას. ერთად უფრო მეტს გავაკეთებთ."

კემპს ესტუმრა საქართველოს ნაკრები წყალბურთში.

ზურაბ რურუა (წყალბურთის ნაკრების კაპიტანი): "ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ზაზა დიდი ჩემპიონია. გვიხარია, რომ კემპის ერთ დღეს დავესწარით. წარმატება აკადემიას."

წყალბურთელებმა აკადემიისგან სამახსოვრო პრიზები მიიღეს. ლამაზი დღე კიდევ უფრო ლამაზი გახდა.
კემპი ჩატენვების ეფექტური კონკურსით დაიხურა.

თეგებიZaza Pachulia NBA Summer Camp
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116465