ჩოგბურთი

10:26 | 26.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ბაღდატისს შეხვდება

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი Antalya Open-ის ძირითადი ბადის პირველ წრეში, ბალახის კორტზე, მსოფლიო რეიტინგის 70-ე ნომერს, კვიპროსელ მარკოს ბაღდატისს დაუპირისპირდება. აქამდე ეს ორი ჩოგბურთელი ერთმანეთს არ შეხვედრილან. ნიკამ თუ კვიპროსელი დაამარცხა მომდევნო ეტაპზე ბერლოკი-ტროიცკის გამარჯვებულს შეხვდება.

ბასილაშვილი ბაღდატისის შეხვედრა თბილისის დროით 16:30 საათზეა ჩანიშნული.

Antalya Open-ის საპრიზო ფონდი 439 005 ამერიკულ დოლარს შეადგენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118728