ფეხბურთი

2:10 | 26.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

მონჩი “ლას პალმასის” ორ მოთამაშეს აკვირდება

იტალიური “რომას” ახალი სპორტული დირექტორი მონჩი “ლას პალმასის” ორ მოთამაშეს როკე მესას და მაურისიო ლემოსს აკვირდება. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.

“რომამ” მოჰამედ სალაჰის გაყიდვით სოლიდური თანხა გამოიმუშავა და მონჩი ამ ფულით ახალი მოთამაშეების შეძენაზე აქტიურად მუშაობს. ორივე ნახსენებმა ფეხბურთელმა განვლილი სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა და მათი შეძენა რამდენიმე ძლიერ კლუბს სურს.

განსაკუთრებით აღსანიშნავი ლემოსია. 21 წლის ცენტრალური მცველი ძალიან პერსპექტიულ მოთამაშედ განიხილება. ის საკუთარი მოვალეობის კარგად შესრულების გარდა, ჯარიმების შესანიშნავი დამრტყმელია და გასულ ლა ლიგაში რამდენიმე ძალიან ლამაზი საჯარიმო გაიტანა.

ლემოსის სატრანსფერო ფასი დაახლოებით 10 მილიონი ევროა, ხოლო როკე მესა, რომელიც ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველია 12 მილიონი ევრო ღირს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109245