ფეხბურთი

0:45 | 26.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჟერმენი “მარსელის” ფეხბურთელია

“მონაკოს” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ვალერი ჟერმენი კარიერას “მარსელში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურ დონეზე დადასტურდა.

27 წლის ფეხბურთელი ახალ კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს ხელს ორშაბათს მოაწერს. მისი ტრანსფერის ღირებულება 8 მილიონი ევროა.

ჟერმენმა გასულ სეზონში “მონაკოს” მაისური 60-ჯერ მოირგო, 17 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.

0.117683