ფეხბურთი

21:10 | 25.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჟერარდი: “იმედია “ლივერპული” 2-3 მაღალი დონის ფეხბურთელს დაიმატებს”

“ლივერპულის” ლეგენდამ და აწ უკვე “წითლების” ახალგაზრდული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა სტივენ ჯერარდმა ყოფილ კლუბზე ისაუბრა და თქვა, რომ 2-3 მაღალი დონის ფეხბურთელის დამატებაა საჭირო.

“ლივერპულს” დიდი მწვრთნელი ყავს. მე ვფიქრობ, რომ ამ გუნდს აქვს შესაძლებლობა იბრძოლოს მაღალი შედეგებისათვის. იმედია 2-3 ძლიერ მოთამაშეს დავიმატებთ და ნამდვილად მჯერა, რომ გააგრძელებს წინსვლას და მიაღწევს წარმატებას”, - განაცხადა ჟერარდმა.

გასული სეზონი “ლივერპულმა” პრემიერლიგაში მე-4 პოზიციაზე დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114006