ფეხბურთი

10:45 | 25.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევრო U21: გრანდების ნახევარფინალი (+VIDEO)

ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა და წინ ყველაზე საინტერესო გველის - ნახევარფინალები და ფინალი.

საინტერესო მდგომარეობა იყო შექმნილი დასკვნითი ტურის წინ C ჯგუფში, საიდანაც ნახევარფინალში გასვლის რეალურ შანსს სამი გუნდი - გერმანია, იტალია და ჩეხეთი ინარჩუნებდნენ. ამისათვის, იტალიელებსა და ჩეხებს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდათ, აპენინელებს სამი ბურთის სხვაობით, ხოლო გერმანია ყველაზე კარგ სიტუაციაში გახლდათ - წაგების შემთხვევაშიც რჩებოდა რეალური შანსი ოთხეულში მოხვედრის.

დიდ ინტერესს რა თქმა უნდა, იტალია - გერმანიის მატჩი იწვევდა. ლუიჯი დი ბიაჯოს გუნდს, რადგან 3 ქულის გარდა არაფერი დააკმაყოფილებდა, თავიდანვე დაეფულა უპირატესობას. ამან კი შედეგი ტაიმის შუაწელს გამოიღო. „აძურის“ პრესინგმა გაამართლა და ალემანებმა საკუთარ საჯარიმოსთან დაკარგეს ბურთი. ფედერიკო ბერნარდესკიმ თავის მხრივ საჩუქარი ხელიდან არ გაუშვა და თავისიანები დააწინაურა. აქვე გეტყვით, რომ ეს შეხვედრის ერთადერთი გოლი გამოდგა. მატჩის ბოლო წუთები კი, სამსახიობო სცენად გადაიქცა: საქმე ისაა, რომ პარალელურად მიმდინარე თამაშის შედეგიდან გამომდინარე ორივე გუნდს 1:0 ხელს აძლევდა და ამიტომ შეტევის წამოწყების ნაცვლად ბურთს მშვიდად მოედნდი ცენტრში აგორავებდნენ. ადრე თუ გვიან, მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა, იტალია ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა, გერმანია - მეორეზე.

აი, ჩეხეთის ნაკრები კი, უპირატესობის მიუხედავად უმოტივაციო დანიასთან ვერაფერს გახდა 2:4 წააგო. არადა, ჩეხებს რომ მოეგოთ, ვინძლო ნახევარფინალის საგზურიც მოეპოვებინათ, მაგრამ სკანდინავიელებმა მეტოქეს არაფერი დაუთმეს და ჯგუფში ბოლო ადგილს თავი დააღწიეს.

ცნობილია ნახევარიფნალურ წყვილებიც: ინგლისი გერმანიას, ხოლო ესპანეთი იტალიას დაუპირისპირდება. ორივე მატჩი 27 ივნისს გახლავთ ჩანიშნული.

ჩეხეთი - დანია 2:4 (1:2)

ტიჩი, „მიეისკი“

მაყურებელი:

ჩეხეთი (4-2-3-1): ზიმა; ჰაველი, ლოიფტნერი, შიმიჩი, ჰოლცერი (ჰავლიკი 78); ჰაშეკი (ჩორი 46), სუჩეკი; ჩერნი, ტრავნიკი, იანკტო (იულისი 64); შიკი

მწვრთნელი: ვიტეშლავ ლავიცკა

დანია (4-2-3-1): ჰოიბერგი; ნისენი, ბანგაარდი, მაქსონი, პედერსენი (ბლააბიერგი 74); კრისტენსენი (ნილსენი 57), ნორგაარდი; ანდერსენი, იენსენი, ჰიულსაგერი (ინგვარტსენი 65); ზოჰორე

მწვრთნელი: ნილს ფრედერიკსენი

გოლები: 0:1 ანდერსენი (23), 1:1 შიკი (27), 1:2 ზოჰორე (35), 2:2 ჩორი (54), 2:3 ზოჰორე (73), 2:4 ინგვარტსენი (90)

გაფრთხილება: შიმიჩი (82), ჩერნი (84), სუჩეკი (88) - ინგვარტსენი (69)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 18 (10) – 15 (6) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 8:6 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: რობერტ მადენი (შოტლანდია)

იტალია - გერმანია 1:0 (1:0)

კრაკოვი, „იოზეფ პილსუდსკი სთედიუმი“

მაყურებელი: 14 039

იტალია (4-4-2): დონარუმა; კონტი, კალდარა, რუგანი, ბარეკა; ბენასი, გალიარდინი, პელეგრინი, კეიზა (პეტანია 78); ბერარდი (ლოკატელი 86), ბერნარდესკი

მწვრთნელი: ლუიჯი დი ბიაჯო

გერმანია (4-2-3-1): პოლერშბეკი; ტოლიანი, შტარკი, კემპფი, გერჰარდტი; დაუდი (იუნგი 72), არნოლდი; ვეიზერი (ამირი 76), მეიერი (ფილიპი 67), გნაბრი; სელკე

მწვრთნელი: შტეფან კუნცი

გოლი: 1:0 ბერნარდესკი (31)

გაფრთხილება: ბერარდი (32), კეიზა (34), ბერნარდესკი (38), კონტი (45) - კემპფი (25), არნოლდი (32), გერჰარდტი (84)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (4) – 5 (0) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 3:5 თამაშგარე: 6:2

მსაჯი: სლავკო ვინჩიჩი (სლოვენია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118667