ფეხბურთი

19:40 | 24.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

არბიტრები 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე

გამოცხადდა იმ ექვსი არბიტრის ვინაობა, რომლებიც 2-15 ივლისს საქართველოში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მატჩებს გაუძღვებიან.

ესენი არიან: მადს კრისტოფერსენი (დანია), დავიდე მასა (იტალია), სერგეი ლაპოჩკინი (რუსეთი), ულა-ჰობერ ნილსენი (ნორვეგია), სრჟდან იოვანოვიჩი (სერბეთი), ალი პალაბიიკი (თურქეთი).

როგორც იცით, A ჯგუფში ითამაშებენ საქართველო, პორტუგალია, შვედეთი, ჩეხეთი, ხოლო B ჯგუფში - გერმანია, ინგლისი, ჰოლანდია, ბულგარეთი.

0.123691