ფეხბურთი

15:32 | 24.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა. სიმბოლური ნაკრებები და საუკეთესოები

დასრულდა ეროვნული ლიგის პირველი ნახევარი და ჩვენეული ვერსიით დავასახელებთ ორ სიმბოლურ ნაკრებს, ასევე საუკეთესო მწვრთნელს, ფეხბურთელს, გოლის ავტორსა და ახალგაზრდას. კიდევ, საუკეთესო მატჩსაც გამოვარჩევთ.

თბილისის "დინამო" დამაჯერებლად, ექვსქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს ჩემპიონატს და გასაკვირიც არაა, რომ სიმბოლურ ნაკრებებში ყველაზე ბევრნი სწორედ ამ გუნდიდან მოხვდნენ. ასევე ბევრი წარმომადგენელია მეორეადგილოსანი "ტორპედოდან".

ყველაზე მეტად ორ ნომინაციაში საუკეთესოს გამორჩევა გაგვიჭირდა. საუკეთესო ფეხბურთელისა და გოლის ავტორისა.

ფეხბურთელი? შეიძლებოდა როგორც საბა ლობჟანიძე, ასევე გრიგოლ დოლიძეც, რომელიც 34 წლის ასაკში ბრწყინვალე სეზონს ატარებს. ასევე, ბომბარდირი ირაკლი სიხარულიძე და სამტრედიელთა კაპიტანი გიორგი დათუნაიშვილიც. საბოლოოდ, მაინც დოლიძე შევარჩიეთ.

გოლი? აქ მხოლოდ ტორპედოელებზე შეიძლებოდა საუბარი. გრიგოლ დოლიძის გატანილები და თორნიკე კაპანაძის მაკრატელები ნებისმიერი რანგის ტურნირს დაამშვენებდა. დოლიძის ის გოლი გამოვარჩიეთ, "ჩიხურასთან" გარე ტერფით რომ აჭრა - შესასრულებლად ყველაზე რთული იყო.

მწვრთნელს რაც შეეხება, კახა კაჭარავას "დინამო" მშვენიერ ფეხბურთს აჩვენებს - შეტევაში აგრესია და მკაცრი სათამაშო დისციპლინა. კაჭარავას აქამდეც იცნობდნენ, როგორც დისციპლინის მოყვარულსა და ასევე, განწყობის შემქმნელ მწვრთნელს.

სიმბოლური I: ლიტოვჩენკო (დინამო თბ) - მჭედლიშვილი (სამტრედია), გველესიანი (დინამო თბ), გურული (ტორპედო), ქიმაძე (ტორპედო) - დათუნაიშვილი (სამტრედია), ვაგნერი (საბურთალო), ლობჟანიძე (დინამო თბ) - დოლიძე (ტორპედო), სიხარულიძე (ლოკომოტივი), არაბული (დინამო თბ)

სიმბოლური II: კვასხვაძე (ტორპედო) - კორიფაძე (ჩიხურა), რეხვიაშვილი (ლოკომოტივი), სანდოხაძე (სამტრედია), ლოჩოშვილი (დინამო თბ) - ქარდავა (დინამო თბ), ჩაკვეტაძე (დინამო თბ), კიტეიშვილი (დინამო თბ) - კუტალია (შუქურა), კაპანაძე (ტორპედო), ლეანდრო (დილა)

საუკეთესო მწვრთნელი: კახა კაჭარავა

საუკეთესო ფეხბურთელი: გრიგოლ დოლიძე

საუკეთესო გოლის ავტორი: გრიგოლ დოლიძე (ჩიხურა -Fტორპედო 0:3) https://www.youtube.com/watch?v=mybTUB6_QT8

საუკეთესო მატჩი: დინამო თბ - სამტრედია 3:2

საუკეთესო ახალგაზრდა (19 წლამდე): გიორგი ჩაკვეტაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119394