ფეხბურთი

0:10 | 25.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” და ბილია ვერ შეთანხმდნენ

“ლაციოს” ნახევარმცველმა ლუკას ბილიამ შესაძლთა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს და რომში ყოფნა გაიხანგრძლივოს.

არგენტინელი მოთამაშე ახლოს იყო “მილანში” გადასვლასთან, თუმცა, საბოლოოდ მხარეები ფინანსებზე ვერ შეთანხმდნენ. “არწივები” 31 წლის არგენტინელში 25 მილიონ ევროს ითხოვდნენ, თუმცა “როსონერის” წარმომადგენლები მხოლოდ 15 მილიონად აპირებდნენ მოთამაშის დამატებას.

Il Messaggeros ცნობით, ბილია “ბიანკოჩელესტესთან” ახალ კონტრაქტს სულ მალე მოაწერს ხელს.

2016-2017 წლების სეზონში ლუკას ბილიამ 29 მატჩი ჩაატარა, მისი მონაგარი კი 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემა იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113732