ფეხბურთი

23:48 | 24.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

კონტეს “ჩელსიში” ბონუჩი და ალექს სანდრო სურს

ლონდონის “ჩელსიმ” ტურინულ “იუვენტუსს” შეთავაზება გაუკეთა. La Stampa-ს ინფორმაციით, “ლურჯები” მზად არიან, “ბებერ ქალბატონს” 114 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადონ ალექს სანდროსა და ლეონარდო ბონუჩის სანაცვლოდ.

“იუვენტუსის” გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ დაადასტურა, რომ არსებითი შეთავაზება მართლაც მიიღო, თუმცა გადაწყვეტილება არცერთ მხარეს არ მიუღია.

“არისტოკრატების” მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს ძალიან უნდა თავისი ყოფილი კლუბიდან ფეხბურთელების გადაბირება.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თუ სანდრო იტალიაში დარჩება, ახალი ხელშეკრულების თანახმად, წელიწადში ხელფასის სახით 5 მილიონ ევროს მიიღებს.

0.11202