კალათბურთი

20:18 | 23.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

აჭარის ნაკრები საქართველოს ჩემპიონია

დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 14 წლამდე ვაჟ კალათბურთელთა შორის. პირველი ადგილი და მთავარი პრიზი აჭარის ნაკრებმა მოიპოვა, რომელმაც ფინალურ სერიაში თბილისის ,,აკადემია’’ 2:0 დაამარცხა.

ამ გუნდების პირველი შეხვედრა, რომელიც ბათუმში ჩატარდა, იმდენად დაძაბული გამოდგა, რომ ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა. ოვერტაიმი მასპინძლებმა უკეთ ჩაატარეს, გაიმარჯვეს 103:95 და სერიაში 1:0 დაწინაურდნენ.

პირველ შეხვედრაში ნაჩვენები შედეგიდან გამომდინარე, გულშემატკივრედბი მეორე მატჩშიც დაძაბულ თამაშს ელოდნენ, მაგრამ პროგნოზი არ გამართლდა. მომავალმა ჩემპიონებმა მეტოქე საკმაოდ იოლად 81:64 დაამარცხეს.

ამ შეხვედრაში დაწესებული იყო სახელოვანი ქართველი კალათბურთელების ლევან ინწკირველისა და ალექსანდრე კილაძის სახელობის თასი, რომელიც გამარჯვებულ გუნდს გადაეცა.

მესამე ადგილზე ოვერტაიმი გავიდა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში ,,ქუთაისი’’ 70:67 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

0.135083