ფეხბურთი

19:16 | 23.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

მესი - კატალონიური მედიის რჩეული

არგენტინის ეროვნული ნაკრების და "ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესი კატალონიურმა მედიამ გუნდის 2016/17 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. აღნიშნული ინფორმაცია "ბლაუგრანას" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

"კამპ ნოუზე" ადგილობრივი ჟურნალისტები შეიკრიბნენ და საუკეთესო ფეხბურთელად მესი კარიერაში მეხუთედ დაასახელდა. არგენტინელმა ალდო როვირას სახელობის პრიზი მიიღო, დაჯილდოება კი როვირას გარდაცვალებიდან უკვე მერვე წელია ტარდება. გუნდის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ჟურნალისტებმა აქამდე ერიკ აბიდალი (2011/12), ხავიერ მასკერანო (2013/14) და ლუის სუარესი (2015/16) დაასახელეს.

სამხრეთამერიკელი ლა ლიგის გასულ სეზონში 37 გატანილი გოლით საუკეთესო ბომბარდირი და ამავდროულად, ევროპის ოქროს ბუცის მფლობელიც გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113088