ფეხბურთი

21:20 | 23.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნოლიტო “სევილიას” უახლოვდება

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი ნოლიტო დიდი ალბათობით კარიერას “სევილიაში” გააგრძელებს, იუწყება ცნობილი ვებგვერდი Football Espana.

ნახსენები წყაროს თანახმად, ანდალუსიური კლუბი 30 წლის ფეხბურთელს იჯარით აიყვანს და მისი გამოსყიდვის უფლება 6-8 მილიონ ევროდ ექნება. ნოლიტოს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკება რომ მიმდინარეობს, ეს “სევილიას” პრეზიდენტმაც დაადასტურა.

ესპანელი “მანჩესტერ სიტიში” გასულ ზაფხულს “სელტადან” გადავიდა. თავდაპირველად მისი მანჩესტერული კარიერა კარგად წარიმართა, მაგრამ შემდეგ პეპ გვარდიოლას ნდობა დაკარგა და თამაში იშვიათად უწევდა. მთლიანობაში, მან გასულ სეზონში 30 შეხვედრა ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116239