ფეხბურთი

16:09 | 23.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

მესის პატიმრობა ჯარიმით იცვლება

კატალონიის “ბარსელონას” შემტევ ლიონელ მესის პატიმრობა აღარ ემუქრება. როგორც ესპანური მედია წერს, არგენტინელი ფეხბურთელი, რომელსაც 21 თვით დაპატიმრება ემუქრებოდა, 255 ათასი ევროს გადახდის შემთხვევაში სამართლებრივი დევნისგან გათავისუფლებული იქნება.

მოგეხსენებათ, მესის ესპანური პროკურატურა გადასახადების დამალვაში ადანაშაულებს და ამის გამო ლიონელს უკვე მოუწია 2 მილიონი ევროს გადახდა, ხოლო მამამისს – 1,5 მილიონისა.

ლიონელ მესის ბრალი 2007-2009 წლებში გადასახადების დამალვაში ედება და ეს სკანდალი ესპანეთში უკვე კარგა ხანია მძვინვარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113034