კალათბურთი

13:15 | 23.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

დრაფტის პირველი ნომერი “ფილადელფიას” ერგო

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დრაფტი გაიმართა. დრაფტის პირველი ნომერი მარკელ ფულცი “ფილადელფიამ” აირჩია. მარკელი პოზიციით გამთამაშებელია და ის განვლილ სეზონში საკოლეჯო ლიგაში საშუალოდ 23,2 ქულას, 5,9 პასსა და 5,7 მოხსნას აგროვებდა.

დრაფტის მეორე ნომერი ლონზო ბოლია, რომელიც “ლეიკერსმა” აირჩია. ბოლიც გამთამაშებელია და განვლილ სეზონში საშუალოდ 14,6 ქულას, 7,6 პასსა და 6 მოხსნას აკეთებდა.

დრაფტის პირველი ათეული შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ფოტო-გალერეაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.195008