თამაშგარე

15:41 | 23.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

კაკას ცოლს მილანი მოენატრა

პოდიუმისა და ზოგადად სამოდელო საქმის მოყვარული ხალხისთვის მილანი, როგორც ჩანს, ჭეშმარიტად სანუკვარი ქალაქია, თორემ ამ ჩვენს მრავალტანჯულ პლანეტაზე განა დაილია ქალაქები, სადაც პოდიუმის ფიცარნაგიც საამოდ ჭრიალებს და კუწურიეების რჩეული გოგოებიც ქუსლიანი ფეხსაცმლების ბაკუნით გადი-გამოდიან...

ვეტერანი ბრაზილიელი ვარსკვლავის, რიკარდო კაკას ასევე ვეტერანი, ოღონდ სამოდელო საქმის ვეტერანი, მეუღლე კაროლინ სელიკო, ქმრის საფეხბურთო კარიერიდან გამომდინარე, მსოფლიოს არაერთ ქალაქში ყოფილა და უცხოვრია კიდეც, მაგრამ როგორც “ბიძია ბაბუამ” თამუნიას საფლავი, მან მილანი ვერაფრით დაივიწყა.

კაროლინმა ამ ცოტა ხნის წინ “ყვითელ” მედიას დაუფარავად განუცხადა, რომ რიკარდოს დღესაც არწმუნებს, რომ მილანში საცხოვრებლად დაბრუნება მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და იგი ჭეშმარიტად გახარებული და ბედნიერი სწორედ ამ ქალაქშია. პრინციპში, მილანში კაკაც ბედნიერი იყო, მაგრამ შეიფერა?..

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.143708