ფეხბურთი

11:00 | 23.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევრო U21: ინგლისი ნახევარფინალში, ჩემპიონი - სახლში (+VIDEO)

ინგლისის 21 წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია. ადრიან ბოთროიდის გუნდმა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში მასპინძელი პოლონეთი ადვილად დაამრცხა და საუკეთესო ოთხეულში დაიბევა ადგილი.

კიელცეში გამართულ მატჩში ინგლისელთა უპირატესობა ერთი წუთითაც არ დამდგარა ეჭვქვეშ - საერთოდ, ინგლისი ტურნირის მთავარ ფავორიტთა შორისაა და ამაზე მის მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხიც მეტყველებს. პოლონეთზე კი, ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპის ჩემპიონატს ჩინებულად მასპინძლობს, მაგრამ ნაკრები მთლად ანგარიშგასაწევი არ ჰყავდა - შედეგიც სახეზეა: 1 ქულა და ბოლო ადგილი ქვეჯგუფში.

სლოვაკეთის ნაკრებმა კი, ევროპის მოქმედი ჩემპიონი შვედეთი ასევე 3:0 დაამარცხა ლუბლინში და მეორე დაიკავა. თუმცა, სლოვაკებს პლეი-ოფში თამაში ჯერ არ გაუნაღდებიათ. მიზეზი მარტივია: ჯგუფიდან მხოლოდ პორველ ადგილოსნები და საუკეთესო მეორე ადგილოსანი გადის. სლოვაკეთს კი, 6 ქულა აქვს და სხვათა შორის, არცთუ დაბალი შანსი, რომ ნახევარფინალში ითამაშოს. ამისთვის, ბურთების ბალანსიც უწყობს ხელს. თუმცა, წინ კიდევ ორი ჯგუფის ბოლო ტურის მატჩებია და ამიტომ, ლოდინი მოუწევთ.

აქვე გეტყვით, რომ ნახევარფინალის საგზური ინგლისის გარდა, ესპანეთის ნაკრებს აქვს დაბევებული, ხოლო დანარჩენი ორის ვინაობას ხვალ და ზეგ გავიგებთ.

ინგლისი - პოლონეთი 3:0 (1:0)

კიელცე, „კოლპორტერ არენა“

მაყურებელი: 14 000

ინგლისი (4-4-1-1): პიკფორდი; ჰოლგეითი, ჩემბერსი, მევსონი, ჩილველი; უორდ-პროუსი (აბარაჰამი 73), ჩალობა (ჰიუზი 39), ბეიკერი, რედმონდი (მერფი 46); სვიფტი; გრეი

მწვრთნელი: ანდრიან ბოთროიდი

პოლონეთი (4-4-1-1): ვრაბელი; კოზიორა, ბედნარეკი, იახი, იაროშინსკი; ფრანკოვსკი, ლინეტი, მურავსკი, მონეტა (ლიპსკი 46); კოვნაცკი (სტეპინსკი 73); პიატეკი (ნიეზგოდა 64)

მწვრთნელი: მარჩინ დორნა

გოლები: 1:0 გრეი (6), 2:0 მერფი (69), 3:0 ბეიკერი (83, პენ)

გაფრთხილება: მევსონი (65) - ბედნარეკი (79, 82)

გაძევება: ბედნარეკი (82)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (8) – 4 (0) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 8:3 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: ჰერალდ ლეხნერი (ავსტრია)

სლოვაკეთი - შვედეთი 3:0 (2:0)

ლუბლინი, „არენა ლუბლინი“

მაყურებელი: 13 890

სლოვაკეთი (4-1-4-1): ჩოვანი; სატკა, სკრინიარი, ნინაი, მაზანი; ლობოტკა; რუსნაკი, ბერო (ბენეში 85), ჩრინი, მიჰალიკი (ჰარაშლინი 90); ჟრელაკი (საფრანკო 69)

მწვრთნელი: პაველ ჰაპალი

შვედეთი (4-4-2): კაიტოფტი; ვალკვისტი, ლარსონი, ბრორსონი, ბინაკუ; მრაბტი, ჰალბერგი (ტანკოვიჩი 46), ოლსონი (ასორო 72), ფრანსონი; ჩიბიჩკი (ელიასონი 46), სტანდბერგი

მწვრთნელი: ჰაკან ერიქსონი

გოლები: 1:0 ჩრინი (5), 2:0 მიჰალიკი (22), 3:0 სატკა 73)

გაფრთხილება: მრაბტი (56), ვალკვისტი (86)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (4) – 5 (3) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 6:5 თამაშგარე: 4:4

მსაჯი: ხესუს ხილი (ესპანეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113912