ფეხბურთი

0:35 | 23.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: სალაჰი “ლივერპულის” ფეხბურთელია

“რომას” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი მოჰამედ სალაჰი კარიერას “ლივერპულში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურ დონეზე დადასტურდა.

25 წლის ვინგერმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა, ახალ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 11-ნომრიანი მაისური მოირგო. მერსისაიდულ კლუბს ეგვიპტელი მოთამაშის დამატება 39 მილიონი ფუნტი დაუჯდა.

სალაჰმა გასულ სეზონში “რომას” მაისური 41-ჯერ მოირგო, 19 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112506