ფეხბურთი

23:08 | 22.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძე: "რანდერსში" გადასვლა სწორი ნაბიჯია"

საბა ლობჟანიძე დანიური „რანდერსის“ ფეხბურთელია. 22 წლის ჩვენებურმა ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. საბას განცხადებით, „რანდერსში“ გადასვლა წინგადადგმული ნაბიჯია.

„დანიის ჩემპიონატის შესახებ ბევრი პოზიტიური მოვისმინე. ვფიქრობ, ეს ჩემი კარიერისთვის დადებითი ნაბიჯია და ერთი სული მაქვს მოედანზე გავიდე. ბოლო წლებში პროგრესი განვიცადე და იმედია, განვითარება „რანდერსშიც“ გაგრძელდება“, - ციტირებს ლობჟანიძის სიტყვებს კლუბის ვებგვერდი.

საბა ლობჟანიძემ „რანდერსთან“ 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

0.124132