ფეხბურთი

21:17 | 22.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

კონფედერაციათა თასი: კამერუნისა და ავსტრალიის სადებიუტო ქულა (+VIDEO)

ფიფას კონფედერაციათა თასის გათამაშების B ჯგუფში მეორე ტურის ერთი შეხვედრა უკვე გაიმართა. სანქტ-პეტერბურგში კამურინისა და ავსტრალიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და გამარჯვებული არ გამოვლენილა.

პირველი ტაიმი აფრიკელთა უპირატესობით წარიმართა და ზედ ტაიმის ბოლო წუთზე ლოგიკური შედეგიც დადგა: ანდრე ზამბო ანგისამ ტექნიკურად ითამაშა და ანგარიში გახსნა. თუმცა, უნდა აღინიშნოს ავსტრალიელთა დაცვის ხაზის და განსაკუთრებით მეკარე მეტიუ რაიანის არცთუ დამაჯერებელი გარჯა აღნიშნულ ეპიზოდში. ანტრაქტზე კამერუნი დაწინაურებული რომ გავიდა, ლოგიკურიც იყო, რადგან მთელი პირველი ტაიმი უგო ბროსის ბიჭები გაცილებით აგრესიულ ფეხბურთს აჩვენებდნენ და ეტყობოდათ გამარჯვების სურვილი.

მეორე ნახევარი კი, განსხვავებული სურათით დაიწყო - ავსტრალიამ შეძლო თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა, რამაც შედეგიც გამოიღო. მე-60 წუთზე მარკ მილიგანმა პენალტით გაათანაბრა - 1:1. ვერ ვიტყვით, რომ ეს შედეგი რომელიმე გუნდს ხელს აძლევდა, რადგან პირველ ტურში ორივემ წააგო, ამიტომ, საჭირო მეორე გოლის გატანაც გახლდათ. ამისთვის უფრო მეტად კამერუნმა გაიწია და სცდილობდა კიდეც ხიფათის შექმნას, მაგრამ გოლი ვერ შეაგდო. საბოლოოდ, ფრე დაფიქსირდა, რომელმაც ჩილეს და გერმანიას ისედაც მარტივი გზა ნახევარფინალისკენ კიდევ უფრო გაუმარტივა.

კამერუნი - ავსტრალია 1:1 (1:0) VIDEO

სანქტ-პეტერბურგი, „კრესტოვსკი არენა“

მაყურებელი: 35 021

კამერუნი (4-3-3): ონდოა; მაბუკა, ნგადუ-ნგაჯუ, ტეიკუ, ფაი; ჯუმი, სიანი, ანგისა; ბასოგოგი, აბუბაკარი, მუკანჯო (ეკამბი 77)

მწვრთნელი: უგო ბროსი

ავსტრალია (3-4-2-1): რაიანი; რაიტი, სეინსბერი, დეგენეკი; ლეჩკიე, მუი, მილიგანი, გერშბახი; კრუსე (ტროიზი 65), როგიჩი (ირვინი 79); იურიჩი (კეჰილი 70)

მწვრთნელი: ანგე პოსტეჩოღლუ

გოლები: 1:0 ანგისა (45), 1:1 მილიგანი (60, პენ)

გაფრთხილება: სიანი (87), მაბუკა (90) - რაიტი (81)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 19 (3) – 5 (2) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 8:2 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.234879