კალათბურთი

14:17 | 22.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტზე იტალიას ორი წამყვანი კალათბურთელი არ ეყოლება

ევრობასკეტ-2017-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე იტალია, ორი წამყვანი კალათბურთელის გარეშე დარჩა. აპენინელებს ჯერ ცენტრი ანდრია ბარნიანი ტრავმის გამო გამოაკლდა, ახლა კი ალესანდრო ჯენტილემ ევროპის ჩამპიონატზე თამაში იუარა და ამის შესახებ გულშემატკივრებს სოციალური ქსელით ამცნო.

“იტალიის ნაკრებში 15 წლიდან ვთამაშობ, რაც ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. ჩემს ქვეყანას და ნაკრებს ყოველთვის დიდ პატივს ვცემ. სამწუხაროდ, ევრობასკეტ-2017-ზე ვერ ვითამაშებ. ეს გადაწყვეტილება ჩემი რთული სეზონიდან გამომდინარე მივიღე, ბიჭებს ტელევიზორიდან ვუგულშემატკივრებ, წარმატებები იტალიას”- განაცხადა ჯენტილემ.

ევრობაკსეტ 2017-ზე საქართველოს ნაკრები ბ ჯგუფში იასპარეზებს, სადაც იტალიას, უკრაინას, ლიტვას, გერმანიას და მასპინძელ ისრაელს დაუპრისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130657