თამაშგარე

17:21 | 22.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლული ფერნანდესი პირველ ლედობას უმიზნებს

ჩვენ ადრეც დაგვიწერია მკერდდალოცვილ აგენტინელ მოდელზე და საზოგადო მოღვაწეზე – ლული ფერნანდესზე, რომელიც პოპულარობით ბარე ორ თანამემამულე მოდელს ჩამოიტოვებს უკან და ისიც გვითქვამს, რომ ამ ქალთან თანაყოფის სურვილმა არაერთი მამრი გადარია და გაადელა.

რაკი მრავალი ფეხბურთელი თუ მეჩოგნე გადარია და მოინელა, სენიორიტა ლულის მიზანში უკვე პოლიტიკოსები ამოუღია და როგორც “ვერცხლისქვეყნის” ბულვარული მედია მსოფლიოს ამცნობს, ფერნანდესის ქალი ახლა მავან არგენტინელ პარლამენტარს ხვდება, რომელსაც არც მეტი არც ნაკლები, ქვეყნის პრეზიდენტობას უწინასწარმეტყველებენ.

გახდება თუ არა ეპატაჟური მოდელი არგენტინის პირველი ლედი – ამას მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ ის კი უცხადესია, რომ ლული ფერნანდესი თავის საქმეში და თავისი გაქანების ამბავში პირველი ლედიცაა და უპირველესიც. ნუ ახლა, ტრამპის ცოლი ხელს ჩამოართმევს თუ არა – ეს მეეჭვება მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს...

0.138099