ფეხბურთი

16:29 | 22.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ჰოფენჰაიმმა” ნორდტვეიტი დაიმატა

“ვესტ ჰემის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ჰავარდ ნორდტვეიტი კარიერას “ჰოფენჰაიმში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

26 წლის ნახევარმცველმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდე გააფორმა. “სოფლელებს” ეს ტრანსფერი 7 მილიონი ევრო დაუჯდათ.

ნორდტვეიტმა განვლილ სეზონში “ვესტ ჰემის” რიგებში 22 შეხვედრა ჩაატარა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114806