ჩოგბურთი

11:50 | 22.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

აზარენკა კორტს გამარჯვებით დაუბრუნდა

დიდი სლემის 2-გზის ჩემპიონი ვიქტორია აზარენკა ერთწლიანი უთამაშებლობის შემდეგ კორტს გამარჯვებით დაუბრუნდა. მალიორკას ტურნირის 1/16-ფინალში აზარენკამ იაპონელი რისა ოზაკი 6:3, 4:6, 7:6 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 47 წუთს გაგრძელდა. მესამე სეტში ვიკამ სამი მატჩ-პოინტი გადაარჩინა.

1/8-ფინალში აზარენკას მეტოქე ხორვატი ანა კონუხი იქნება.

შეგახსენებთ, რომ აზარენკა 2016 წლის მაისის თვის შემდეგ კორტზე აღარ გამოსულა, რადგან ორსულად იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118538